2017 წლის ოქტომბერში მარტყოფის N 1 საჯარო სკოლაში დაფუძნდა სასკოლო კლუბი სახელწოდებით
„ევროკლუბი’ რომლის მიზანსა და ამოცანებს წარმოადგენდა მოზარდებში ევროპული ღირებულებებისა
და ფასეულობების არსის გააზრება და მისი მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში,
ევროპასთან ინტეგრაციის როლის გაანალიზება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა
და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, საკუთარი ხედვისა
და დამოკიდებულების გამოხატვა ევროპული ფასეულობებისა
და ღირებულებებისადმი. კლუბის დაფუძნების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც XI ბ კლასის მოსწავლეებმა (თათია
ჭიჭიკოშვილი, მარიამ საღარაძე და ლალი ოშაყმაშვილი. აღნიშნულ მოსაწავლეებს გააჩნდათ ახალგაზრდულ ევროპარლამენტის მუშაობის გამოცდილება)
მონაწილეობა მიიღეს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ინიციატივა’
და მიიღეს მიკრიდაფინანსება პროექტ სასკოლო კლუბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის საქართველოს ერთ-ერთი
წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის
სფეროში ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტებია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდობის
ჩართულობის გაზრდა და სამოქალაქო აქტივიზმში
ჩართულობის ხელშეწყობა,ასევე დასავლური ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია.
კლუბმა განსაზღვრა საქმიანობის წესები, შეიმუშავა პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. კლუბი აერთიანებს X-XI კლასების მოსწავლეებს. განისაზღვრა აგრეთვე კლუბის სამუშაო გეგმა, და განაცხადის ფორმა კლუბში გაეწევრიანების მსურველთთვის.
კლუბმა განსაზღვრა საქმიანობის წესები, შეიმუშავა პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. კლუბი აერთიანებს X-XI კლასების მოსწავლეებს. განისაზღვრა აგრეთვე კლუბის სამუშაო გეგმა, და განაცხადის ფორმა კლუბში გაეწევრიანების მსურველთთვის.
ზოგადი
დებულებები:
1.
კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით;
2.
კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე დადგენილი წესით
რეგისტრირებული სხვა რეკვიზიტები.
3.
კლუბის იურიდიული მისამართია გარდაბნის რაიონი, მარტყოფის
N 1 საჯარო სკოლა.
კლუბის მიზნები და ამოცანები:
1.
ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების შესწავლა.
2.
სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშწყობა.
3.
ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება, მათი გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
4.
სამოქალაქო აზროვნების მქონე პოროვნების აღზრდა ევროპულ
და საერთაშორისო სივრცეში.
5.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
6.
აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი
უნარების განვითარება;
7.
კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების
ორგანიზება;
8.
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა,
რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
.კლუბში გაწევრიანება:
1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის IX-XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3. კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიიღება კლუბის ლიდერის მიერ კურატორ პედაგოგთან შეთანხმებით.
4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის
საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები.
5. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების
საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა
ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშდ არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს.
კლუბის
სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება.
1.კლუბი შედგება კლუბის წევრებისაგან,
რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 20 მოსწავლისა;
2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი ან
პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, უხელმძღვანელოს
კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას,დანიშნოს
და გაანთავისუფლოს კლუბის წევრები.
კლუბის მუშობას ხელმძღვანელოს მასწავლებელი
კურატორის სახით.
3. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია
ხმათა უმრავლესობით დაამტკოცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის საანგარიშო პერიოდის
ანგარიში, აირჩიოს და ვადამდე ადრე გადააყენოს ლიდერი-პრეზიდენტი.
4. კლუბის პრეზიდენტი-ლიდერი აირჩევა
3 თვით.
5. ერთი და იგივე კანდიდატი ლიდერ-პრეზიდენტად
შეიძლება არჩეულ 2 ვადით.
6. კლუბს შეიძლება ჰ,ქონდეს კლუბის
შიგნით თემატური ჯგუფები და მენტორები, რომლებიც მუშაობენ თავიანთ სფეროში და ანგარიშს
წარუდგენენ კლუბის ლიდერს , საერთო კრებას.
კლუბის
მუშაობა.
1კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ, გარდა არდადაგების
პერიოდისა.
2.კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია,თუ მას ესწრება
წევრთა 3/4.
3. კლუბის შეკრებები ფორმდება საოქმო
ჩანაწერით.
კლუბის რეორგანიზაცია და სამუშას შეწყვეტა:
1.
კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა,
გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით.
2.
კლუბის ლიკვიდაცია ხდება: საერთო კრების გადაწყვეტილებით , მიზნები მიღწევის
შემთხვევაში.
დასკვნითი დებულებები:
1.წინამდებარე წესდება ძალაში შედის საერთო კრების დამოწმების დღიდან.
2 წესდებაში ცვლილებები შეიძლება შტანილ იქნეს საერთო კრების გადაწყვეტილებით.
განაცხადი კლუბის
წევრობაზე
მარტყოფის N 1 საჯარო სკოლა
სასკოლო კლუბ „ევროკლუბის“ კურატორს ლამარა ბიბილურს
ამავე სკოლის----------- კლასის მოსწავლის
-----------------------------------------------------
(
სახელი, გვარი)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს გავწევრიანდე სასკოლო
კლუბ „ევროკლუბში’. გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი
სურვილი/
განმცხადებელი
- ----------------------
(ხელმოწერა)
თარიღი
----------------------
კლუბის
დაფუძნებისას კლუბის ლიდერად დასახელებულ იქნა თათია ჭიჭიკოშვილი (XIბ
კლასი), შეიქმნა სამუშაო ჯგუფი - სამი სექცია თავისი მენტორებით:
სექცია“ საერთაშორისო ურთიერთობები“ - მენტორი თათია
ჭიჭიკოშვილი
წევრები:
1. ნიკოლიშვილი მარიამ
2. სონიშვილი მარი
3. სალთხუციშვილი მეგი
4. ჭიჭიკოშვილი თათია
სექცია „ადამიანის უფლებების დაცვა’ - მენტორი მარიამ
საღარაძე
წევრები:
1. ვარძელაშვილი ანა
2 ოსიაშვილი თამარი
3. ოსიაშვილი ნინო
4. სალთხუციშვილი საბა
5. საღარაძე მარიამი
სექცია „თავდაცვა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება“ - მენტორი
ლალი ოშაყმაშვილი
წევრები:
1. ირმა ადიკაშვილი
2. მარიამ ოსიაშვილი
3. ირაკლი ჭიჭიკოშვილი
4. სოფო ობოლაშვილი
5. ოშაყმაშვილი ლალი
5. ოშაყმაშვილი ლალი
„ ევროკლუბის’
სამუშაო გეგმა
N
|
ღონისძიების დასახელება
|
შესრულების ვადა
|
შენიშვნა
|
1.
|
დიდი ბრიტანეთის
ევროკავშირიდან გასვლა
|
ოქტომბერი
|
|
2.
|
ეთნიკური უმცირესობების
უფლებების დაცვა
|
ნოემბერი
|
|
3.
|
ტერორიზმი
|
ნოემბერი
|
|
4.
|
განათლება ევროპაში
|
დეკემბერი
|
პირველი სამუშაო
შეხვედრა
2017
წლის 24 ოქტომბერს შედგა სასკოლო კლუბ „ ევროკლუბის“ პირველი სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილ
და განხილულ იქნა გეგმიური ოქტომბრის თვის
საკითხები:
I. სექცია - საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი. თემა - დიდი
ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან.
II. სექცია
- უფლებათა დაცვის კომიტეტი. თემა - ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემები.
III. სექცია. თავდაცვისა
და უსაფრთხოების კომიტეტი - ტერორიზმი.
თითოეულმა კომიტეტმა საინტერესოდ და ამომწურავად წარმოადგინა არსებული საკითხები და
მათთან დაკავშირებული პრობლემები. დასმულ იქნა შეკითხვები და მიმდინარეობდა არსემული
საკითხების გარშემო კამათი. თითოეული კომიტეტის წარმოდგენილ მოხსენებებზე ჩატარდა ღია
კენჭისყრა და მიღებულ იქნა შესაბამისი რეზოლუციები.
ამჯერად რეზოლუცია მიეცა საერთაშორისო კომიტეტის მიერ წარმოდგენილ თემას -„ დიდი ბრიტანეთია
გასვლა ევროკავშირიდან და მასთან დაკავშირებული
პრობლემები’.‘
მეორე სამუშაო შეხვედრა
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის / Europe-Georgia Institute და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center ვიზიტი სკოლაში ევროკლუბის დაფუძნებასთან დაკავშირებით
2017 წლის 1 ნოემბერს სოფელ მარტყოფში ევროპულ-ქართული ინსტიტუტი / Europe-Georgia Institute და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center შევხვდნენ მარტყოფის სკოლის მოსწავლეებს, რომელთა ინიციატივით მარტყოფში ევროკლუბი დაარსდა. ახლადშექმნილი ევროკლუბის გუნდის წევრებს სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი მელაშვილიც ჩაერთო. 🇬🇪 🇪🇺
„ევროკლუბის” მესამე სხდომა
2017 წლის 13 ნოემბერს შედგა მარტყოფის N 1 საჯარო სკოლაში არსებული
2017 წლის 13 ნოემბერს შედგა მარტყოფის N 1 საჯარო სკოლაში არსებული
„ევროკლუბის" მორიგი გეგმიური სამუშო შეხვედრა სხდომაზე. წარმოდგენილ იქნა შემდეგი საკითხები:
I.სექცია -საერთაშორისო
ურთიერთობები - „ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით".
II.სექცია -ადამიანის უფლებათა დაცვა - „სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა"
III სექცია - თავდაცვა,ჯანდაცვა,უსაფრთხოება
- „კიბერუსაფრთხოება".
წარმოდგენილი საკითხების გარშემო
მიმდინარეობდა მწვავე კამათი. კითხვა-პასუხისა
და საკითხთა ურთიერთ-შეჯერების შედეგად მიღებულ
იქნა რეზოლუციები.
სხდომის ბოლოს „ევროკლუბის" წევრები
გაწეული მუშაობისათვის დაჯილდოვდნენ წიგნებით ევროკავშირის შესახებ.
2018 წლის 22 მაისს მარტყოფის N1 საჯარო
სკოლაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის
კვირეულის ფარგლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების
100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა-
შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა კლუბ „ევროკლუბის’ კურატორი მასწავლებელი ლამარა ბიბილური,
რომლის ძირითადი თემა იყო - „პირველი რესპუბლიკის ისტორიული არჩევანი და დასავლურ-ევროპული
საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები’.
სხდომაზე განხილულ იქნა აგრეთვე შემდეგი
საკითხები:
1.
საქართველოს
პირველი რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება
- მომხსენებელი
თათია ჭიჭიკოშვილი.
2.
საქართველოს
პირველი რესპუბლიკის აღიარების დინამიკა 1918-1921 წლებში -
მომხსენებელი მარიამ
საღარძე.
3.
ნოე
ჟორდანია - „ჩვენო გზა მიდის ევროპისაკენ“ - მომხსენებელი
ლალი ოშაყმაშვილი.
4.
ერთა
ლიგა და საქართველოს პირველი რესპუბლიკა
- მომხსენებელი მარიამ ოსიაშვილი.
5.
საქართველოს
ერთა ლიგიში მიღების მომხრეთა არგუმენტები
- ფრიტიოფ ნანსენი, ლორდი რობერ სესილი, კარლო სკანცერი - მომხესენებელი ნინო ოსიაშვილი.
6.
საქართველოს
ერთა ლიგაში მიღების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
- ჰერბერტ ალბერტ ლოურენს ფიშერი, რენე ვივიანი, იგნაცი იან პადერევსკი
-
მომხსენებელი ქეთი ოსიაშვილი.
სხდომის ბოლოს, შეჯამებულ იქნა „ევროკლუბის“ მიერ გაწეული ერთწლიანი მუშაობა და შეფასებულ იქნა დადებითად. გამოითქვა სურვილი კლუბის შემდგომში მუშაობის გაგრძელების თაობაზე. აღინიშნა აგრეთვე კლუბის წევრთა წარმატება, მოპოვებული ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ნახევარფინალური გამარჯვება და ფინალში გადასვლა, რომელიც ამ წლის 4 ივნისს გაიმართება. ვუსურვებთ გუნდს წარმატებებს.